Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ეკონომიკის ინსტიტუტის წარმომადგენლების სტუმრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა 14-15 დეკემბერს უმასპინძლა აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ეკონომიკის ინსტიტუტის წარმომადგენლებს.

14 დეკემბერს სტუმრები ეწვივნენ უნივერსიტეტის პირველ კორპუსს, გაეცნენ უნივერსიტეტის ისტორია და მოინახულეს მუზეუმი. ამავე დღეს თსუ ეკონომიკისა და ბიზესის ფაკულტეტზე დეკანის, პროფესორ გიორგი ღაღანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო საქართველოს და აზერბაიჯანის ეკონომიკურ-სოციალური საკითხები. ამასთან, აზერბაიჯანელმა სტუმრებმა წარმოიადგინეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:

1. Nasimi Ahmadov. Directions for efficiency increase in oil and gas resources in Azerbaijan.

2. Elnur Zeynalov. Basics of economic relations between Azerbaijan and Georgia and the floating exchange rate regime.

3. Gulnara Fatalieva. Comparative analysis of the position of Azerbaijan and neighboring countries in the Govtech Maturity Index.

4. Malak  Aliyeva. Health insurance as non-governmental social insurance.

5. Isgandar Babazade. The economic impact of the Russian invasion of Ukraine on the Caucasian countries: short-term benefits and long-term challenges.

6. Anvar Ismayilli. Rehabilitation of Post-Conflict territories in South Caucasus. Current experience of Azerbaijan.

7. Murad Farajov. A historical review of Azerbaijan-Georgia economic relations. The role of jointly realized economic projects.

15 დეკემბერს აზერბაიჯანელი წარმომადგენლები შეურთდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყოველწლიურ სამეცნიერო კვლევით შემაჯამაბელ პრეზენტაციებს, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები სხვადასხვა მიმართულებით.